ახალი ამბები

დიდ სურათში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე – მამულაშვილი

30 იანვარი, 2023 • 750
დიდ სურათში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე – მამულაშვილი

ნონა მამულაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა, ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, თუმცა პრობლემაზეც საუბრობს.

მამულაშვილის თქმით, ხაბეიშვილის გამარჯვებაში პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.

„ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა…

ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“, — დაწერა მამულაშვილმა ფეისბუკზე.


ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

არჩევნებში ხაბეიშვილმა 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია. რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, პარტიის ცნობითვე, ნიკა მელიას ხმა მისცა 16 477-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.

ვრცლად:

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი