ახალი ამბები

ვითიბი ბანკის ახალი, განახლებული ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის

1 ნოემბერი, 2021 • 1661
ვითიბი ბანკის ახალი, განახლებული ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის

დღეიდან,  ვითიბი ბანკში, იურიდიული პირები, შეძლებენ ახალი, ბევრად მოსახერხებელი ფუნქციონალის ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობას . ახალი ინტერნეტ ბანკი ხელმისაწვდომია ბმულზე https://beta.vtb.ge, მობილური აპლიკაცია VTB Mobile – ს  გადმოწერა შესაძლებელია  Google Play ან App Store მარკეტიდან.

ახალი ინტერნეტ ბანკიდან მომხმარებელი შეძლებს ღია ბანკინგით სარგებლობას, რაც გულისხმობს ვითიბი ბანკში გახსნილი ანგარიშების გაზიარებას სხვა ბანკების ინტერნეტ ბანკში და მობაილ ბანკის აპლიკაციაში.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს , რომ თუ არსებულ ინტერნეტბანკში დარეგისტრირებული ყავთ:

  • ერთი მომხმარებელი და არ გაქვთ დიჯიპასი, ახალ სისტემაში შეხვალთ არსებული  username-ით (მომხმარებლის სახელით) და პაროლით;
  • ერთი მომხმარებელი და სარგებლობთ დიჯიპასით, უფლებამოსილი პირი უნდა  მობრძანდეს ბანკში. თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ახალი დიჯიპასი, რომლითაც არსებული username-ით და პაროლით შეძლებთ სისტემაში შესვლას;
  • ერთზე მეტი მომხმარებელი, უფლებამოსილი პირი უნდა  მობრძანდეს ბანკში მომხმარებლების გასააქტიურებლად. თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ახალი დიჯიპასი და არსებული username-ით და პაროლით შეძლებთ სისტემაში შესვლას.
  • არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი