ახალი ამბები

ცესკომ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

30 ოქტომბერი, 2021 • 2739
ცესკომ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების შედეგების ვებ-გვერდზე ატვირთვა დაიწყო.

ამ დროისთვის თბილისში 769 უბნიდან ცესკოს მხოლოდ 10 უბნის შედეგები აქვს ატვირთული, რომლის მიხედვითაც კახა კალაძეს 54.794% აქვს, ნიკა მელიას კი — 45.206%.

ცესკოში ვერ ასახელებენ მიახლოებით დროს, თუ როდის გამოცხადდება მეორე ტურის წინასწარი შედეგები. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, წინასწარი შედეგები მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ცესკო საოლქო კომისებისგან ყველა შემაჯამებელ ოქმს მიიღებს.

ცესკოში წინასწარი შედეგების გამოცხადების მიახლოებით დროს ვერ ასახელებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი