ახალი ამბები

ქართული ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” ჩიკაგოს კინოფესტივალზე დაჯილდოვდა

23 ოქტომბერი, 2021 • 2537
ქართული ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” ჩიკაგოს კინოფესტივალზე დაჯილდოვდა

ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ?” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.

ფილმმა მიიღო კინოფესტივალის ჯილდო Silver Hugo საუკეთესო სცენარისთვის.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. მასში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.

როგორც კინოსურათის სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება.

ლიზას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით გაიღვიძებენ და ერთმანეთს ვერ პოულობენ.

რეჟისორის თქმით, ფილმში აღმოჩნდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ჯადოს წინააღმდეგ უძლურია.

მიმდინარე წლის მარტში აღნიშნულმა ფილმმა კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი