ახალი ამბები

18 წლით დააპატიმრეს პირი, რომელიც ბავშვს სისტემატურად აუპატიურებდა — პროკურატურა

23 ოქტომბერი, 2021 • 2047
18 წლით დააპატიმრეს პირი, რომელიც ბავშვს სისტემატურად აუპატიურებდა — პროკურატურა

პირს, რომელსაც 14 წელს მიუღწევლის მიმართ გაუპატიურება და ძალადობა ედებოდა ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო”, — დასძენს უწყება.

პროკურატურის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასევე, დაზარალებულის მიმართ  ძალადობა განახორციელა.

პირს სსკ-ის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, — აღნიშნავს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი