ახალი ამბები

სკოლის ავტობუსის მძღოლს პატიმრობა მიუსაჯეს ბავშვისადმი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე — პროკურატურა

4 სექტემბერი, 2023 • 1093
სკოლის ავტობუსის მძღოლს პატიმრობა მიუსაჯეს ბავშვისადმი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე — პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. მას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

უწყების თანახმად, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა.

მას ბრალდება სსკ-ის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა. ეს გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები”, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი