ახალი ამბები

დიდ დიღომში კორპუსის ლიფტის შახტში მუშა ჩავარდა

22 ოქტომბერი, 2021 •
დიდ დიღომში კორპუსის ლიფტის შახტში მუშა ჩავარდა

თბილისში, დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონში მშენებარე კორსპუსის ლიფტის შახტში მუშა ჩავარდა და დაშავდა.

იგი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხევვა 22 ოქტომბერს, დღის საათებში მოხდა.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი