ახალი ამბები

საშხაპეში გაყვანის შემდეგ, წესის დარღვევით მიმართა მხარდამჭერებს – პენიტენციური სააკაშვილზე

21 ოქტომბერი, 2021 • 2315
საშხაპეში გაყვანის შემდეგ, წესის დარღვევით მიმართა მხარდამჭერებს – პენიტენციური სააკაშვილზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილი სხვა საკანში არ მოუთავსებიათ და საშხაპე ოთახში გაყვანის შემდეგ, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევით მიმართა მხარდამჭერებს.

„დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს“, – წერს პენიტენციური სამსახური.

უწყების განმარტებითვე, საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ.

„მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი“, – აცხადებს უწყება.

„დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი