ახალი ამბები

„სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სხვა გამორიცხულია“ — ღარიბაშვილი

21 ოქტომბერი, 2021 • 1257
„სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სხვა გამორიცხულია“ — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და სხვა დაწესებულება გამორიცხულია.

„რა თქმა უნდა, მე არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაობაზე გუშინ და ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. როგორც მოვისმინეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრისგან, სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და ციხეში 21-ე დღეა შიმშილობს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი