ახალი ამბები

ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, რატომ ბედავენ ამდენს? — ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებზე

20 ოქტომბერი, 2021 • 3987
ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, რატომ ბედავენ ამდენს? — ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებზე

“ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს”, — ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ ევროპული სასამართლო მისი საქმის განხილვას არ დაასრულებს

“არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. ევროპალრამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც — კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. მინდა შევახსენო რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებსაც პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აქვთ სააკაშვილთან… ერთ-ერთი მთავარი, ვინც აქტიურობს, გლუქსმანი იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილის, ეკა ზღულაძის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი, და ჩართული იყო ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში, როცა ტერორი მძვივნარებდა ქვეყანაში, წამება ციხეებში, გაპატიურება, ხოცვა… ეს ადამიანი გვასწავლის დღეს, ჭკუას გვარიგებენ. ვინ არის საერთოდ ფოტიგა? რატომ ბედავენ ამდენს?” — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტარები — ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე — საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეში პოლიტიკური მოტივების შესახებ ეჭვებს.

მანამდე 70-ზე მეტმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, ლიეტუვის სეიმის წევრებმა და ყოფილი თანამდებობის პირებმა, ხელს მოაწერეს განცხადებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა „უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე“.

„სანამ ევროსასამართლო სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს“ – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები, ყოფილი თანამდებობის პირები და სხვები სააკაშვილის დაკავებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი