რუსული რასისტული, ქალთმოძულე, ჰომოფობიური და ძალადობრივი ორგანიზაცია „კაცთა სახელმწიფო“ ნიჟეგოროდის საოლქო სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა და აკრძალა მისი მუშაობა რუსეთში.
როგორც „მედუზა“ წერს, სასამართლომ შესაბამისი გადააწყვეტილება 18 ოქტომბერს მიიღო. „კაცთა სახელმწიფოს“ ლიდერის, ვლადისლავ პოზდნიაკოვის ადვოკატები კი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
ორგანიზაციის აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. უწყების სარჩელში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები „ქალებს დევნიდნენ და ემუქრებოდნენ“.
დაცვის მხარის წარმომადგენელმა, ძამბლატ გაბარაევმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით შეიქმნა და არაა დაკავებული ვინმეს „დევნით“.
ადვოკატის მტკიცებით, ორგანიზაციის წარმომადგენლების ქმედებებს სოციალურ ქსელებში ჰქონდა ადგილი, ხოლო რეალური მუქარები მათი მხრიდან არ ყოფილა.
„კაცთა სახელმწიფოზე“ „ნეტგაზეთი“ აქამდეც წერდა. აგვისტოში მისმა დამფუძნებელმა, ვლადისლავ პოზდნიაკოვმა განაცხადა, რომ საქართველოში თემის დაარსებას გეგმავს.
ამასთან ერთად, მისი მოწოდებით „კაცთა სახელმწიფოს“ წევრები თუ მხარდამჭერები ემუქრებოდნენ აქტივისტებს, აწყობდნენ DDOS-შეტევებს და ასე შემდეგ. ამ თემაზე გირჩევთ: