ახალი ამბები | რეკლამა | , ,

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის ჯგუფი – ვითიბი, ბიზნესის #1 ქომაგი

18 ოქტომბერი, 2021 | | 788
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის ჯგუფი – ვითიბი, ბიზნესის #1 ქომაგი

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას.

ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარაში, განხორციელდა ჰოსპიტალ მედცენტრის ჯგუფის  რამოდენიმე კლინიკის დაფინანსება. სამედიცინო, დიაგნოსტიკური დანადგარების შეძენა, შენობა –  ნაგებობების კუთხით გაფართოება.

ასევე, ბანკის სრული დაფინანსებით, 2021 წლის ბოლომდე, გაიხსნება ბირთვული მედიცინისა და დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ერთადერთი კლინიკა იქნება დასავლეთ საქართველოში, აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და ონკო პაციენტებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე დანადგარით.

„ვითიბი ბანკისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ბანკსა და კლინიკა „ჰოსპიტალ მედცენტრ ჯგუფს“ შორის.

მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთის.  დღეისთვის, აღნიშნული კლინიკა, ერთერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს.“ განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი