ახალი ამბები |

საქართველოს მოვუწოდებ სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ – ადამ შიფი

17 ოქტომბერი, 2021 | | 1979
საქართველოს მოვუწოდებ სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ – ადამ შიფი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისკენ და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

მან ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა: სახელმწიფოს მიერ კანდიდატების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება და მათ მხარეს ჩარევა, ხმების დათვლა, ასევე ამომრჩევლის დაშინების ძალისხმევა.

მე ვუერთდები სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს მოვუწოდებ სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ და უზრუნველყონ სამართლიანი პროცესი.

მე საქართველოში რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე ისეთ საკითხზე, როგორიცაა ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუციიდან, პროცესიდან, [უფლებების] დაცვიდან გადახვევა. ეს ყველაფერი წლების წინ იმედისმომცემად გამოიყურებოდა.

ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნაში კანონის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი და უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები სამართლიანია.

ეს რთული დროა. რუსეთის ჯარი საქართველოს მეხუთედის ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ათწლეულის წინ რუსეთმა კონფლიქტის შემდეგ მიიტაცა. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. ქვეყანამ წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო, სხვათა შორის სააკაშვილის დროს ბევრი წლის წინ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის გაძლიერება“, განუცხადა კონგრესმენმა შიფმა „ამერიკის ხმას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი