ახალი ამბები

„ჯალათი ციხეში“ – აქცია სააკაშვილის წინააღმდეგ რუსთავის ციხესთან

16 ოქტომბერი, 2021 • 3193
„ჯალათი ციხეში“ – აქცია სააკაშვილის წინააღმდეგ რუსთავის ციხესთან

16 ოქტომბერს 14:00 საათზე რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, მის წინააღმდეგ აქცია დაიწო.

აქციაში მონაწილეობდნენ ზაზა დავითაია, ია მეტრეველი (ბუტა რობაქიძის დედა), თორნიკე მოლაშვილი (სულხან მოლაშვილის ძმა), ტრისტან წითელაშვილი და სხვა ადამიანები.

ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ ისინი იზრუნებენ იმაზე, რომ „სააკაშვილი იყოს ციხეში“.

თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მოთხოვნაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ტერორიზმი და ფაშიზმია აკრძალული“.

აქციის დაწყებამდე თორნიკე მოლაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ აქცია „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით იმართება.

მოლაშვილმა სააკაშვილის მმართველობას „სისხლიანი რეჟიმი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის კატეგორია ძალიან გულმავიწყი ყოფილა და ჩვენი უახლოესი, ბოლო ისტორია არ ახსოვს ან არ უნდა, რომ გაიხსენოს“.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ დაპატიმრებულია.

14 ოქტომბერს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ათიათასობით ადამიანმა გამართა დემონსტრაცია  თბილისში, თავისუფლების მოედანზე. ისინი სააკშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი