ახალი ამბები

ევსაქები II ტურში დამკვირვებლებად პოლიტიკურ ფიგურებს მიავლენენ

13 ოქტომბერი, 2021 • 1296
ევსაქები II ტურში დამკვირვებლებად პოლიტიკურ ფიგურებს მიავლენენ

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია გეგმავს, პოლიტიკური ფიგურები და მის სიაში მყოფი პირები მეორე ტურებში დამკვირვებლებად მიავლინოს.

“ჩვენ ვნახეთ, რომ კომისიებში სერიოზული პრობლემაა. ვაპირებთ, დამკვირვებლებად მივავლინოთ ჩვენი პოლიტიკური ფიგურები, ვინც სიაში იყვნენ, მეორე ტურში აღარ არიან და დაკვირვების უფლება აქვთ. ჩემი აზრით, იგივე უნდა გააკეთონ სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც. კომისიებში დამკვირვებლად პოლიტიკოსების მივლენა იქნება ფაქტორი, რომელიც [მანიპულაციის] რისკებს შეამცირებს”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” აგრძელებს კარდაკარს და საინფორმაციო კამპანიას, რათა ამომრჩევლებს ხმის მიცემისკენ მოუწოდოს და მეორე ტურში მხარს უჭერს ოპოზიციურ კანდიდატებს. კითხვაზე, ექსპრემიერ გახარიას პარტიასაც თუ უჭერენ მხარს მეორე ტურში, ბოკერია პასუხობს:

“ნებისმიერ [ოპოზიციურ] კანდიდატს. ეგ ერთი შემთხვევაა გახარიას კანდიდატთან დაკავშირებით, ცაგერს გულისხმობთ, ალბათ, რომელიც ვერ ქმნის ფონს. თუ არჩევანი გაქვს ორ ცუდს შორის, ნაკლებად ცუდი უნდა აირჩიო, მაგრამ, ჯამში, ეს დილემა არ გვიდგას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი