ახალი ამბები

ქართულმა კომპანიამ თბილისის მერობის კანდიდატების მესიჯებით კონდომები დაამზადა

13 ოქტომბერი, 2017 • 7827
ქართულმა კომპანიამ თბილისის მერობის კანდიდატების მესიჯებით კონდომები დაამზადა

“დაიხმარე შენი კანდიდატი” – ეს პრეზერვატივების ქართული ბრენდის, “აიისას” წინასაარჩევნო კოლექციის სლოგანია. კოლექციაში შემავალი კონდომების სტიკერების დიზაინი თბილისის მერობის კანდიდატების კამპანიებითაა ნაკარნახევი.

წინასაარჩევნო კოლექცია მერობის ექვს კანდიდატის- ალეკო ელისაშვილის, ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილის, გიორგი გუგავას, ირმა ინაშვილის და კახა კალაძის კამპანიების გადათამაშებაა. კოლექციაში ექვი კონდომი შედის და სტარტაპის საიტზე უკვე იყიდება.

აიისა - aiisa

ბრენდის იდეის ავტორის, ანანია გაჩეჩილაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძოდ, მერის არჩევნები საპარლამენტო პარტიული არჩევნებისგან განსხვავებით პერსონიფიცირებულია და ამიტომ გადავწყვიტა ამ კოლექციის მომზადება:

“არჩევნებს გვერდს ვერ ავუვლიდი. ეს კოლექცია ძალიან პოზიტიური და სახალისოა. დამაკნინებელიც არ არის, პირიქით. კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში არის დასამახსოვრებელი მკაფიო გზავნილები და ამ მესიჯების გათვალისწინებით მომზადდა კოლექცია. ცხადია, ყველა კანდიდატი ვერ მოხვდა კოლექციაში, ყველაფერს მათი რეიტინგი წყვეტს.”აიისა - aiisa

თვითმმართველ ქალაქებში არჩევნების მეორე ტურების დანიშვნის შემთხვევაში, ანანია გაჩეჩილაძე კოლექციის სხვა ქალაქების კანდიდატების სტიკერებით გამდიდრებას გეგმავს. მისივე განმარტებით, რადგან კოლექცია პოლიტიკურია, ის შესაძლოა წინასაარჩევნო აქციებსა და შეხვედრებზეც გაიყიდოს.

“აიისა” კონდომების ქართულ ბრენდია მუდმივად განახლებადი კოლექციებით. პრეზერვატივების შეფუთვა ისეთ ციტატებსა და სურათებს აერთიანებს, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ სექსთანაა დაკავშირებული.

აიისა - aiisa

მასალების გადაბეჭდვის წესი