ახალი ამბები

სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მიტროპოლიტი იოსებიც შეუერთდა

12 ოქტომბერი, 2021 • 1676
სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მიტროპოლიტი იოსებიც შეუერთდა

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების პეტიციას შეურთდა.

მისი განცხადებით, “სააკაშვილს პირველი ქვა იმან უნდა ესროლოს, ვინც უშეცდომოა”, – მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა.

უფალი ჩვენი, მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს, ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას, ასევე განისჯებით.

რამეთუ ყოველი ადამიანი ხატი და მსგავსია ღმრთისა. არ მინდა, რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა. რასაც გაუკეთებ სხვას, იგივე ან უფრო უარესი შეიძლება მოგივიდეს შენ”, – აცხადებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას შეუერთდნენმარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზიც.

7 ოქტომბერს შეიქმნა ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი #თავისუფლებამიშას . პეტიციაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მისი განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი