ახალი ამბები

აფეთქება ავღანეთში – დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი 100-ზე მეტია

8 ოქტომბერი, 2021 •
აფეთქება ავღანეთში – დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი 100-ზე მეტია

თალიბანის თანახმად, ავღანეთის ქალაქ ყუნდუზის ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება მოხდა, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Al-Zajeera ავრცელებს.

“ამ საღამოს აფეთქება მოხდა ჩვენი შიიტი თანამემამულეების მეჩეთში. შედეგად, ჩვენი არაერთი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა”, — განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდიმ საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა “France-Presse-ს” განუცხადა, რომ აფეთქებამ 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 90-ზე მეტი დაშავდა.

“ჩვენ მივიღეთ 90-ზე მეტი დაჭრილი პაციენტი და 15 გარდაცვლილი, მაგრამ ეს რიცხვები შეიცვლება. პაციენტებს კიდევ ვიღებთ”, — განაცხადა ექიმმა, რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრების გარეშეს”.

ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ჯგუფს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, 15 აგვისტოდან, ავღანეთში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, რომელთა ნაწილზეც პასუხისმგებლობა “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულმა ჯგუფებმა აიღეს.


ფოტო გარეკანზე: აფეთქებული მეჩეთი/AP

მასალების გადაბეჭდვის წესი