ახალი ამბები

ენმ თბილისში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს

7 ოქტომბერი, 2021 • 1469
ენმ თბილისში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას აანონსებს.

აქციის გამართვაზე ენმ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეთანხმდა, თუმცა, დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით, კონკრეტულ დროსა და ადგილზე კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

“დიდი აქცია იქნება თბილისში. კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებ საზოგადოებას”, — განაცხადა ბოკუჩავამ.

ის იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი