ახალი ამბები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა

5 ოქტომბერი, 2020 •
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა

საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა. დაჯილდოების ცერემონია დღეს, 5 ოქტომბერს, გაიმართა.

სოფიო გოგოხია აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ინიციატივით ტარდება. კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდა საქართველოში და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის –The Global Teacher Prize-ის ნაწილია.

ნახეთ, ვინ შედიოდა ფინალურ ათეულში:

ვინ არიან 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – დასახელდა ათეული

მასალების გადაბეჭდვის წესი