ახალი ამბები

ზელენსკით თქმით, უკრაინის ხელისუფლება იმუშავებს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე

3 ოქტომბერი, 2021 • 1372
ზელენსკით თქმით, უკრაინის ხელისუფლება იმუშავებს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება იმუშავებს თბილისში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის  უკრაინაში დასაბრუნებლად.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, სისტემატურად დაკავებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება.

და ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე — ჩვენ ყველა ამით დავკავდებით“, — აცხადებს ზელენსკი. მისი განცხადების თარგმანს მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მას საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით ეძებდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ და რა გარემოებებში შემოაღწია სააკაშვილმა საქართველოში, რადგან ქვეყანაში შემოსასვლელად არ გამოუყენებია ოფიციალური გზები.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი