ახალი ამბები | ,

სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ყველა პროცედურის დაცვით შემოვიდა — ბოკუჩავა

2 ოქტომბერი, 2021 | | 426
სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ყველა პროცედურის დაცვით შემოვიდა — ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ საქართველოში ყველა წესის დაცვით შემოვიდა. ბოკუჩავა მესამე პრეზიდენტს 2 ოქტომბერს საპატიმროში შეხვდა.

“ეს კითხვაც, რადგან ჟურნალისტებს ჰქონდათ, ვეცადე, რომ მისგან მომეპოვებინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებითაც.

მან თქვა, რომ ის შემოვიდა ქვეყანაში ყველა წესის და პროცედურის დაცვით, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ თვლის მიზანშეწონილად”, — უთხრა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.

თინა ბოკუჩავას სიტყვებით, დარწმუნებულია იმაში, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს და ამავეს ელოდება სააკაშვილიც.

“ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს”, — დასძინა მან.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, პირველ ოქტომბერს ფეიბუსკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებიც ბათუმშია გადაღებული.

მთელი დღის განმავლობაში, „ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვიდეოები მონტაჟი იყო.

დღის ბოლოს კი სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს.

სააკაშვილი იმავე საღამოს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. მისი დაკავების შემდეგ, ენმ-მ განაცხადა, რომ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში იყო საქართველოში.

ენმ-ის წევრების ცნობით, სააკაშვილმა კარი თავად გააღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი