ახალი ამბები

დაკავებული სააკაშვილის პირველი კადრები — ვიდეო

1 ოქტომბერი, 2021 • 1644
დაკავებული სააკაშვილის პირველი კადრები — ვიდეო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მიიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს.

დაკავებული სააკაშვილის პირველი ვიდეოკადრები შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ დღეს საღამოს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით ფეისბუკზე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, გასულ ღამეს ბათუმში ჩაწერილი ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია.

ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს, ასევე, მასთან ერთად ხომ არ დაუკავებიათ კიდევ სხვა პირი/პირები.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული.

გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი