ახალი ამბები

სააკაშვილის საქმე იქნება ტესტი ქართული მართლმსაჯულებისთვის — დეგნანი

2 ოქტომბერი, 2021 • 1237
სააკაშვილის საქმე იქნება ტესტი ქართული მართლმსაჯულებისთვის — დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმე იქნება ქართული მართლმსაჯულებისთვის ერთგვარი გამოცდა, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება პროცესი.

“სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება პროცესი და ჩვენ დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იქნება ის წარმართული ადგილობრივი კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით”, — განაცხადა ამერიკის ელჩმა მარნეულში ვიზიტისას.

კელი დეგნანმა მარნეულში ყოფნისას განაცხადა ისიც, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება 2 ოქტომბრის არჩევნებს.

ელჩის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტი სტაბილურობა და იმედი აქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკოსები დაუბრუნდებიან იმ პრობლემებზე ზრუნვას, რაც ხალხს აწუხებს.

“საქართველოს სჭირდება უფრო მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა მეტი პოლარიზება.

ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა უმუშევრობა, მაღალი ფასები, კორონავირუსის პანდემია, განათლება, წყალმომარაგება და გზები.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან იმ პრობლემებზე მუშაობას, რომლებიც პრიორიტეტულია ქართული საზოგადოებისთვის”, — განაცხადა დეგნანმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი