ახალი ამბები

ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია — ზურაბიშვილი

2 ოქტომბერი, 2021 • 915
ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმა უკვე მისცა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. მისი თქმით, დღევანდელი არჩევნებით საქართველოში უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.

“ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში იმიტომ, რომ ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე — დაბაში, სოფელში, ქალაქში — ისინი, ვინც მათ ადგილობრივ პრობლემებს გადაუწყვეტენ.

ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის ის არჩევნები, ზოგადად, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და რისი იმედი მაქვს მეც, მე ამას მივეცი ხმა — დეპოლარიზაციას”, — უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი