ახალი ამბები

პესკოვი: “სადაც სააკაშვილია, იქ არის ცირკი”

1 ოქტომბერი, 2021 • 1082
პესკოვი: “სადაც სააკაშვილია, იქ არის ცირკი”

კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, “იქ, სადაც სააკაშვილია, არის ცირკი”.

ინფორმაციას რუსული Ria Novosti ავრცელებს.

“სადაც სააკაშვილია, იქ არის ცირკი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცირკი არ წარმოადგენდეს იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის საფრთხეს, სადაც ეს ბატონი იმყოფება. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენ არ გვეხება. [დესტაბილიზაციის] ვერანაირ რისკს ვერ ვხედავ”, — განაცხადა პესკოვმა.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბერს ორი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში იმყოფება.

შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი