კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დაინტერესებულია, რომ საქართველოში სიტუაცია “სტაბილური და პროგნოზირებადი” იყოს.
რუსული სამთავრობო მედიასაშუალების, “ტასის” ცნობით, ამის შესახებ პესკოვმა განაცხადა საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის კომენტირებისას, რომელიც რუსეთში მოქმედი “უცხოელი აგენტების” კანონის პირვანდელი ვარიანტის ანალოგია.
“უფრო და უფრო მკაცრ რეაქციებს ვხედავთ ოპოზიციისგან ამ გეგმების წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ უბრალოდ უკეთესად უნდა ავხსნათ აბსურდულობა [მცდელობებისა], რომ ეს რუსულ პროექტს დაუკავშირონ. ფაქტია, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოელ აგენტებთან ბრძოლის სისტემა შემიმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ახლა თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო ქვეყნის აგენტებს, ვინც ფულს იღებს ან არის უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ. ეს გლობალური ტრენდია. არცერთ სუვერენულ ქვეყანას არ სურს შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნების ჩარევა. ეს ნორმალური პროცესია”, – განაცხადა პესკოვმა.