ახალი ამბები

შტაინმაერმა “ფეიკ ნიუსი” უწოდა უვიზოს შეჩერებაზე გავრცელებულ ცნობას – საგარეო უწყება

29 სექტემბერი, 2021 • 2153
შტაინმაერმა “ფეიკ ნიუსი” უწოდა უვიზოს შეჩერებაზე გავრცელებულ ცნობას – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს.

საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმდაც, გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო  და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ.

აღნიშნული ინფრომაციის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის პრეზიდენტის კომენტარი გაავრცელა, რომელიც მან გააკეთა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

“არანაირი საფუძველი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, არ არსებობს. როგორც იცით, ეს განხილვები ყოველწლიურად მიმდინარეობს ხოლმე, ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესი და ის, თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის ნაკისრ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში, საქართველოს საქმე აქვს ძალიან კარგად, ამიტომ ეს საკითხი საერთოდ არ დგას”, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.


გამოცემა EU Observer იუწყება, რომ მოიპოვეს ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო  და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ.

საქართველოსთან ერთად, „პრობლემურ“ ქვეყნებად სახელდებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინაც.

EU Observer წერს, რომ შიდა დოკუმენტი, რომელიც 27 სექტემბრით არის დათარიღებული, მომზადდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის დასავლეთბალკანური ტურის წინ, ასევე, ბალკანეთის და უკრაინის სამიტების წინ.

 

ევროკომისიაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მსჯელობენ — მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი