ახალი ამბები

გორში ენმ-ის კანდიდატი ამბობს, რომ მისი შვილი პოლიციამ წაიყვანა

28 სექტემბერი, 2021 • 1477
გორში ენმ-ის კანდიდატი ამბობს, რომ მისი შვილი პოლიციამ წაიყვანა

გორის  სოფელ კარბის “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბიძინაშვილი ამბობს, მისი შვილი პოლიციამ წაიყვანა, მიზეზი და ადგილსამყოფელი კი მისთვის უცნობია.

ლევან ბიძინაშვილი მომხდარს დიდი ალბათობით მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

არსებული ინფორმაციით, ენმ-ის კანდიდატის შვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამ დრომდე  განცხადებას არ აკეთებს.

“თუ რამე უნდოდათ, დაებარებინათ და ჩამოვიდოდა პოლიციაში. გატაცება არ ვიცი, მოიტაცეს და ძალით ჩასვეს თუ თვითონ ჩაჯდა, არ ვიცი. მეგობარმა რაც მითხრა, თქვენთან საქმე მაქვს და დაბრძანდით მანქანაში, უნდა დაგელაპარაკოთო. ერთი მახსოვს, რომ ხელებს ეფათურებოდა ჯიბეებში, რამე ხომ არ გაქვსო. ალბათ, იარაღს თუ ეძებდნენ”, – ამბობს ლევან ბიძინაშვილი.

განახლება:

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლევან ბიძინაშვილის შვილი ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გორში ენმ-ის კანდიდატის შვილი ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი