ახალი ამბები

რეფერენდუმში შვეიცარიელთა 64% ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მიემხრო

27 სექტემბერი, 2021 • 714
რეფერენდუმში შვეიცარიელთა 64% ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მიემხრო

შვეიცარიაში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, მოსახლეობის 64% ამბობს, რომ ემხრობა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას.

როგორც BBC წერს, შვეიცარია 30-ეა ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ამიერიდან ქორწინება ყველას უფლება იქნება.

2007 წლიდან შვეიცარიაში დაშვებული იყო ერთი და იმავე სქესის პირთა სამოქალაქო პარტნიორობა, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, რიგი უფლებებისა იზღუდებოდა. ამიერიდან კი წყვილს საშუალება ექნება, იშვილოს მათთან არანათესაურ კავშირში მყოფი ბავშვი, ხოლო ლესბოსელ წყვილებს ჰყავდეთ საერთო შვილი სპერმის დონორის მეშვეობით.

„ეს არის ისტორიული დღე შვეიცარიისთვის, ისტორიული დღე ყველა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის და მთლიანად ლგბტ თემისთვის,“ — ამბობს იან მიულერი, კამპანია “კი-ს“ ხელმძღვანელი. სწორედ ეს კამპანია ედგა სათავეში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მოთხოვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი