ახალი ამბები

8 არასამთავრობო დეზინფორმაციის მონიტორინგის და კვლევის მიზნით კოალიციაში გაერთიანდა

27 სექტემბერი, 2021 • 1084
8 არასამთავრობო დეზინფორმაციის მონიტორინგის და კვლევის მიზნით კოალიციაში გაერთიანდა

8 არასამთავრობო ორგანიზაცია დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირების, მონიტორინგის და კვლევის მიზნით კოალიციაში გაერთიანდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის”  მედიას დღეს, 27 სექტმბერს, წარუდგინეს.

კოალიცია  USAID-ისა და ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და მისი წევრები არიან: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), iFact, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

“საქართველოში დეზინფორმაცია, ინფორმაციის მანიპულაცია და ზოგადად, დისკრედიტაციის კამპანიები ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მზარდია ქვეყანაში სოციალური ქსელების გამოყენებაც. ორგანიზაციები, რომლებიც აქ ვართ წარმოდგენილი, ინდივიდუალურად ამაზე ვმუშაობთ დიდი ხანია. თუმდა იმის ფონზე, როცა მეორე მხრიდან და ეს მეორე მხარე არის ხშირად როგორც შიდა აქტორები, ასევე გარე ფაქტორები, კოორდინირებულად ახორციელებენ ამ დეზინფორმაციის კამპანიას, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდანაც გაეცეს კოორდინირებული და ერთობლივი პასუხი”, – განაცხადა ISFED-ის დირექტორმა ნინო დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი