ახალი ამბები

ჰარცელი 2 საათი ცდილობდა უსაფრთხობის გარანტიის მოპოვებას – ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2021 •
ჰარცელი 2 საათი ცდილობდა უსაფრთხობის გარანტიის მოპოვებას – ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩი დღეს 2 საათის განმავლობაში ცდილობდა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უსაფრთხოების გარანტია მოეპოვებინა.

23 სექტემბერს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს.

დაპირისპირების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ჯერ „ქართული ოცნების“, შემდეგ კიენმ-ის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

თინა ბოკუჩავამ, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზაციის დროს ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა საელჩოს შენობაში, „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა:

„მისი [ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის] პირადი თხოვნით, ჩვენ ვიმყოფებოდით ევროკავშირის საელჩოს შენობაში და ვითვალისწინებდით მის თხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გავსულიყავით შენობიდან მანამ, სანამ ეს არ იქნებოდა უსაფრთხო და პოლიციის მხრიდან არ იქნებოდა გაცემული უსაფრთხოების გარანტია“.

ბოკუჩავას თქმით, ელჩი ჰარცელი „2 საათის განმავლობაში ცდილობდა, აღნიშნული უსაფრთხოების გარანტიის მოპოვებას და ეს ვერ მიიღო“.

 

მელია და კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ევროკავშირის საელჩოსთან შეკრებილი აქტივისტები იშლებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი