ახალი ამბები | ,

მელია და კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

23 სექტემბერი, 2021 | | 1229
მელია და კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს.

ინციდენტი დაახლობით 15:05 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.

ჟურნალისტებთან რამდენიმე წამის განმავლობაში საუბრის შემდეგ, მელია კობახიძესთან მივიდა, „ბიძინა ივანიშვილის მონა“ და „ქვეშა*ვია“ უწოდა;

მელია კობახიძეს აკრიტიკებდა დმანისში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ერთი პირი დაიჭრა.

პასუხად ირაკლი კობახიძემ მელიას აგინა, შეურაცხყოფა მიაყენა და „ნაბი*ვარი“, „ხულიგანი“, „უინტელექტო ნაძირალა“ უწოდა.

პოლიტიკოსებმა ერთმანეთზე ფიზიკურადაც გაიწიეს.

დაცვის წევრებმა კობახიძე ადგილს გაარიდეს – მან ავტომობილით დატოვა ტერიტორია.

მელიამ დაპირისპირების დროს პოსტივის ჟურნალისტს ხელიდან გამოჰგლიჯა მიკროფონი, რომელსაც კობახიძეს უმიზნებდა, თუმცა საბოლოოდ არ ესროლა; ინციდენტის ამოწურვის შემდეგ კი მიკროფონი ჟურნალისტს დაუბრუნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი