ახალი ამბები

ევროკავშირის საელჩოსთან შეკრებილი აქტივისტები იშლებიან

23 სექტემბერი, 2021 • 812
ევროკავშირის საელჩოსთან შეკრებილი აქტივისტები იშლებიან

“ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ვიტო ონიანმა ევროკავშირის ოფისთან შეკრებილმა “ქართული ოცნების” აქტივისტებს, რომელთა მობილიზებაშიც თვითონ მონაწილეობდა, დაშლისკენ მოუწოდა.

ონიანმა მხარდამჭერებს ირაკლი კობახიძის თხოვნა გადასცა, რომ მშვიდობიანად დაშლილიყვნენ. მისი თქმით, შეხვედრა გაგრძელდა და “გასაგებია, რატომ არ გამოდის ნიკა მელია გარეთ”.

აქვე მობილიზებული არიან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი აქტივისტები. ისინი პოლიციამ გზის მეორე მხარეს გადაიყვანა. ზვიად კუპრაძე აცხადებს, რომ დაელოდება “ოცნების” აქტივისტების დაშლას და ამის შემდეგ წავლენ თვითონაც.

ევროკავშირის საელჩოსთან “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის მხარდამჭერები ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძის დაპირისპირების შემდეგ შეიკრიბნენ.

მელია და კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი