ახალი ამბები

დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო — კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე

22 სექტემბერი, 2021 • 1435
დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო — კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის მიერ გავრცელებულ ფაილებზე გაკეთებული განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო.

“როდესაც არის ნიშნები იმის, რომ შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდნენ უკანონოდ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დაინტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც. ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს და ა.შ […]

რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი, შეიძლება ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში ეს განცხადება”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაიბარეს.

ამასთან, ჰარცელი აღნიშნავს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და საქართველოს მსგავსი პარტნიორი ქვენისგან ელჩების მოსმენა არაბუნებრივად მიაჩნიათ.

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი