ახალი ამბები

დმანისში ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ და აქცია გამართეს

22 სექტემბერი, 2021 • 698
დმანისში ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ და აქცია გამართეს

ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრის შემდეგ დღეს, 22 სექტემბერს, დმანისში ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ და აქცია გამართეს.

როგორც დმანისში ჩასულმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, ხელისუფლებამ გუშინ განგებ გასცა ბრძანება, რომ დმანისელები დაეშინებინათ.

“მთელმა საქართველომ გაიგო რა მაგარი ადამიანები ცხოვრობთ დმანისში, მაგრამ  უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რა ვერაგი და ბოროტი რეჟიმი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომელთან ბრძოლაშიც დიდ წილს თავის თავზე იღებს დმანისი და დმანისელები შიშველი ხელებით. გუშინდელი დღე დასტური იყო, რომ ერთ მხარეს იდექით პატრიოტები, რომელთაც უკეთესი მომავალი გინდათ, მეტი არაფერი, მეტმა არაფერმა თქვენ იქ არ შეგკირებათ, სადაც ესწრებოდა დმანისის მოქმედი მერი, რომელიც საერთო ოპოზიციური შეთანხმების კანდიდატია და მოქმედი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

ხელისუფლებამ განგებ გასცა დარწმუნებული ვარ თბილისიდან ბრძანება, რომ ამ ადამიანებთანაც რომ ვერ იგრძნონ დმანისელებმა   უსაფრთხოდ თავი, მიდით, შეესიეთ, დაჭერით, დაარტყით, ესროლეთ და ეს ადამიანები შეშინდებიანო. პირიქით მოხდა. არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო,  კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი, არ ტყდება საქართველო. მოძალადეები ხართ, ზონდერები ხართ. ყველაზე შემზარავ, ამორალური ძალადობის ხერხებს მიმართავთ”, – განაცხადა მელიამ დმანისში გამართულ აქციაზე.

გუშინ, 21 სექტემბერს, დმანისის სოფელ განთიადში ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს. შსს-მ მომხდარზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა.

ოქრიაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

მასალების გადაბეჭდვის წესი