ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

20 სექტემბერი, 2021 • 1203
თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 20 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს თსუში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, ყოველი მესამე გრანტოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

სტუდენტებს სწავლის დაწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა. მისი თქმით, თსუ სტუდენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი შეფასებებით გამოირჩევიან. „ყველა სტუდენტს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი პირველკურსელებს. წელს სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოგვიერთდა – 5200 აბიტურიენტი გახდა ჩვენი სტუდენტი. თსუ არამარტო თავისი ისტორიით გამოირჩევა, არამედ არის რეგიონის და ქვეყნის ლიდერი, შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში და სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებას აძლევს, რაც მათი მომავალი წარმატებების საწინდარია,“ – აღნიშნა თსუ რექტორმა. 

გიორგი შარვაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება სტუდენტებს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გაგრძელების შესაძლებლობას მალე მისცემს. „დღეისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების 70% – მდე და სტუდენტების 40%-ზე მეტი არის აცრილი. თუ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, სააუდიტორიო მეცადინეობა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, რომლითაც ასე გამოირჩევა ჩვენი უნივერსიტეტი, სტუდენტობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის,“ – განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ საგანმანათლებლო პროგრამებმა  მოიპოვა   საერთაშორისო აკრედიტაცია: 2020 წელს ორმა პროგრამამკომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს  საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუშპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამსაჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაც ნიშნავს, რომ თსუის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში.  

ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. თსუ მეორე კორპუსის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. 2021 წლის ბოლომდე, თსუ-ის ყველა სასწავლო კორპუსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური სივრცეები მოეწყობა. 2023 წლის ბოლოს კი, ყველა ძირითადი სასწავლო-კვლევითი სივრცის რეაბილიტაცია  დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი