ახალი ამბებირეკლამა

“განცხადება თითქოს ბილაინი სხვა სუბიექტს გადაცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა” – ბილაინი

15 სექტემბერი, 2021 • 1313
“განცხადება თითქოს ბილაინი სხვა სუბიექტს გადაცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა” – ბილაინი

კომპანია ბილაინი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ აბონენტთა მონაცემების დაცვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

“ბილაინს, როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერი, წამყვანი საერთაშორისო  ჯგუფი „ვიონის“ წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე, დანერგილი აქვს აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები.

აბონენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას, კომპანიაში არსებული შესაბამისი ნორმების გარდა, ასევე უზრუნველყოფს ბილაინში დანერგილი მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკით არსებულ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს. შესაბამისად, განცხადება თითქოს ბილაინი რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადაცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მითუმეტეს რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.

აბონენტთა მონაცემების დაცვა, ბილაინის, როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ – პრინციპია, რისთვისაც კოპმანია მნიშვენლოვან ხარჯსაც იღებს და ამის მაგალითია წელს, 15 ივნისს მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მონაცემთა დაცვის უახლესი ტექნოლოგიაა. ბილაინი ასევე არის GDPR -ის (General Data Protection Regulation) – ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა რეგულაციის ნორმების დანერგვის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლესი სტანდარტი კანონმდებლობით არ მოითხოვება,” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი