ახალი ამბები

არ გამოვრიცხავ, რომ ახალი სიბინძურის გავრცელება უნდათ – დეკანოიძე “ოცნებაზე”

14 სექტემბერი, 2021 • 897
არ გამოვრიცხავ, რომ ახალი სიბინძურის გავრცელება უნდათ – დეკანოიძე “ოცნებაზე”

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება” პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას თავად აპირებდეს.

ამის შესახებ დეკანოიძემ ნეტგაზეთთან განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ. მდინარაძის თქმით,,ინფორმაცია აქვთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს.

“უკვე წარმოუდგენლად ამორალურ ფსეკრზე არიან დაშვებული და სისტემა, თვითონ რეჟიმი, უკვე გახრწნილია. რაღაც პოზიცის რეჟიმში გადავიდნენ. იმიტომ, რომ ტოტალური მოსმენები, როცა უსმენენ ყველას… მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალი სიბინძურის გავრცელება უნდათ და ამ ამაზრზენ განცხადებას აკეთებს მდინარაძე. ამით ცდილობენ რაღაცნაირად გადაფარონ ის უსუსურობა და საკუთარი თავი გაამხნევონ. ასეთი ტოტალური მოსმენა, მიყურადება და სიბინძურე მხოლოდ რუსეთში თუ არსებობს და წარმოუდგენლად მძიმეა ეს საქართველოს მოქალაეებისთვის და ეს უნდა დამთავრდეს რეფერენდუმზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძე ასევე სისულელეს უწოდებს მდინარაძის განცხადებას, რომ “ქართულ ოცნებას” ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობიდან” აქვს.

“სრული სისულელეა, უკვე ყველანაირად პოლიტიკური ატროფია აქვთ. იმიტომ, რომ უკვე 9 წელია “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში აღარ არის და ეს, მე მგონი, მათ გარდა ყველამ იცის და რანაირად? როგორ შეიძლება? ტოტალურ სიბინძურეზე მიდიან, მათ შორის სუსი, რომელიც ახლა მართავს ყველაფერს და ბიძინა ივანიშვილის ბოლო საყრდენია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


13 სექტემბერს ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის,საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

ენმ პირადი ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს – მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი