ახალი ამბები

უაქციზო სიგარეტის საქმე: დააკავეს 3 პირი, მათ შორის ხობის სამმართველოს სპეციალისტი

12 სექტემბერი, 2021 • 1351
უაქციზო სიგარეტის საქმე: დააკავეს 3 პირი, მათ შორის ხობის სამმართველოს სპეციალისტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

დაკავებულ სამ პირს შორისაა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტიც.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით შეადგენს 13 640 ლარს“, – წერს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი