ახალი ამბები

ზაზა გაბუნია მექსიკაში ელჩად დაინიშნა

10 სექტემბერი, 2021 •
ზაზა გაბუნია მექსიკაში ელჩად დაინიშნა

ზაზა გაბუნია მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ის ინფორმაციას თავად ავრცელებს ფეისბუკზე.

გაბუნია წარსულში იყო თბილისის მთავრობის წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიის რიგებიდან. ის წინა მოწვევის პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი