ახალი ამბები

შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

10 სექტემბერი, 2021 • 1263
შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქართველოში მცხოვრები ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პაატიმრობა შეეფარდა.

აღნიშული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოხიშვილმა მიიღო.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და განაცხადა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები.

ადვოკატის განცხადებით, თავად მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს.

დღევანდელ სასამართლოზე ბრალდებულს განაცხადება არ გაუკეთებია. ადვოკატის განცხადებით თავად მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს.

ასევე, ბრალდებულის ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ პროცესზე განაცხადა, რომ პროკურატურის არგუმენტები არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მურსაკულოვი 40 დღის განმავლობაში არ მიიმალა, აგრძელებდა თავის საქმიანობას, არ შეუცვლია საცხოვრებელი მისამართი, ასევე ადვოკატის თქმით, ყველა მოწმე გამოკითხულია და შესაბამისად მურსაკულოვი გავლენას ვერავისზე მოახდენს. ამასთან ადვოკატის თქმით მურსაკულოვს შანაე ბრუკთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

მოგვიანებით სოფიო გოგლიჩიემ ჟურნასლიტებთან განაცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი სასამართლო პროცესი 2021 წლის 1 ნოემბერს, 12 საათზე ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი