ახალი ამბები

ფინანსთაა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

10 სექტემბერი, 2021 • 1463
ფინანსთაა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ორი ახალი მოადგილე ეყოლება -ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის წარდგინებით მოადგილეებად სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები პრემიერ-მინისტრის 9 სექტემბრის ბრძანებით დაინიშნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ეკატერინე გუნცაძე საჯარო ფინანსების მართვის სპეციალისტია. ის 2008 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროში, 2015 კი წლიდან ეკავა საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.

რაც შეეხება მირზა გელაშვილს, სამინისტროს განცხადებით,  პროფესიით ეკონომისტია და 2015 წლის დეკემბრიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.  მირზა გელაშვილს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

მინისტრს, ჯამში, 6 მოადგილე ჰყავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი