ახალი ამბები

“ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბარიერის 3%-მდე გაზრდას არ გამორიცხავს

8 სექტემბერი, 2021 • 1125
“ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბარიერის 3%-მდე გაზრდას არ გამორიცხავს

“ქართული ოცნება” არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენისას საარჩევნო ბარიერის შესახებ ჩანაწერი გაიზარდოს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, შეთნხმება მიღწეულია პრინციპზე, რაც დაბალ, 5%-ზე ნაკლებ ბარიერს ითვალისწინებს, ხოლო 2 და 3 პროცენტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არაა.

“ვფიქრობთ, რომ როგორც დროებითი ზომა, დაბალი საარჩევნო ბარიერი შესაძლოა იყოს კარგი. ახლა საკითხია, რამდენი უნდა იყოს ეს დაბალი ბარიერი — 4%, 3%, 2%, 1%, ბუნებრივი ბარიერი — ამაზე სხვადასხვა მსჯელობა იყო, მათ შორის- სახალხო განხილვის დროს. პრაქტიკას თუ გადავხედავთ ევროპაში, როგორც წესი, არის 3% ან 5%. 2020 წლის არჩევნების შედეგად, 5%-იანის შემთხვევაში პარლამენტიში 2 პარტია იქნებოდა, 3%-იანის შემთხვევაში იქნებოდა 6 პარტია. დავფიქრდეთ, არის თუ არა ეს საკმარისი, 2%-იანის შემთხვევაში იქნებოდა 7, მხოლოდ ერთი პარტია დაემატებოდა, 2 და 3%-ს შორის განსხვავება შეიძლება ამ კუთხით მნიშვნელოვანი არ იყოს. 3% ზრდის პარტიების სპექტრს. ამ საკითხებზე მსჯელობაა საჭირო. ამაზე ვსაუბროთ, როცა ვამბობთ, რომ კონსტიტუციას ვცეთ პატივი, გავცვალოთ არგუმენტები და მივიღოთ გადაწყვეტილება”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გამორიცხავს თუ არა კონკრეტული ციფრის ცვლილებას ბარიერთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა აღნიშნა: “მე ვფიქრობ, პრინციპული სხვაობა 2 და 3%-ს შორის არაა, ამაზე ჩვეულებრივი შინაარსობრივი მსჯელობაა. ჩვენ შევთანხმდით პრინციპზე, რომ იყოს დაბალი ბარიერი“.

მისი თმით, “ქართული ოცნება” ვერანაირ ცვლილებას ვერ მიიღებს ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე.

“ჩვენ მივიღეთ ეს ცვლილება როგორც არის, ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვათა შორის, გუშინ “გირჩსაც” ვუთხარი, რომ თუკი 2%-ზე ვსაუბრობთ, შეიძლება არგუმენტი იყოს ის, რომ კონკრეტულ პარტიებზე  მორგებულია. მაგალითად, „გირჩი“ პირდაპირ ამბობს, რომ თუ 2.9% ავიღე, რატომ დავუჭირო მხარი 3%-იან ბარიერს, თავისზე მორგებულად ფიქრობენ და არა იმაზე, ზოგადად რა სჯობს”, — თქვა მან.

საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის არჩევნებზე პარტიებისთვის 2%-იანი ბარიერი წესდება, ფრაქციის წევრთა რაოდენობა კი 7-დან 4-მდე მცირდება. ცვლილებები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება და მხოლოდ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

“ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან ამოიღო ჩანაწერი, რომელიც პროკურორის არჩევის წესს შეეხებოდა და თქვა, რომ ბარიერთან და ფრაქციებთან დაკავშირებული საკითხის ცვლილება არ იგეგმებოდა.

გაიზრდება თუ არა დაპირებული 2%-იანი ბარიერი 3%-მდე — რა განზრახვა აქვს “ოცნებას”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი