ახალი ამბები

5 სექტემბრის მონაცემებით, სრულად ზრდასრულთა 16.7 ერთჯერადად კი – 29.4%-ია აცრილი

5 სექტემბერი, 2021 • 1409
5 სექტემბრის მონაცემებით, სრულად ზრდასრულთა 16.7 ერთჯერადად კი – 29.4%-ია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცამებით, 5 სექტემბრის მდგომარეობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 16.7%-ია აცრილი – ერთჯერადად კი 29.4%.

ცენტრის განცხადებით, სულ ქვეყანაში ამ დრომდე ჩატარდა 1 314 104 აცრა. აქედან, ერთჯერადად აცრილია 838 356 ადამიანი, სრულად კი – 475 748 პირი.

4 სექტემბერს ქვეყანაში სულ 22 733 ადამიანი აიცრა.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 025 ტესტით, კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7.89% შეადგინა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 806 პირი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი