აშშ-ის სენატის წევრი აიდაჰოს შტატიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯიმ რიში ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც ეს უკანასკნელი უარს ამბობს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე.
“მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად”, — უთხრა მან “ამერიკის ხმას”.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.
ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.
ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.
იმავე დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.
ზემოხსენებული ნაბიჯის გამო საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა როგორც ოპოზიციამ, ისე არასამთავრობო სექტორმა.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არ მიიღებს ევროკავშირისგან მიკროფინანსურ დახმარებას