ახალი ამბები

პატიმრების 66% ერთხელ, 55%-ზე მეტი კი ორჯერ არის აცრილი – გაბუნია

30 აგვისტო, 2021 • 717
პატიმრების 66% ერთხელ, 55%-ზე მეტი კი ორჯერ არის აცრილი – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდადებულთა 66% ერთხელ, 55%-ზე მეტი კი ორჯერ არის ვაქცინირებული.

რაც შეეხება თანამშრომლებს, მინისტრის მოადგილის თქმით, თანამშრომლების 80%-ზე მეტი ერთჯერადად არის აცრილი, 62% კი -ორჯერადად. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს, 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მაისიდან მუშაობს პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების ვაქცინაციაზე, თანამშრომლების ვაქცინაციაზე კი- აპრილის ბოლოდან. ამ დროისთვის აცრილი მსჯავრდებულების და თანამშრომლების რაოდენობა, გაბუნიას განმარტებით, ნიშნავს, რომ ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, რამდენიმე კლინიკა არის მობილიზებული იმისთვის, რომ კორონავირუსის დროს მსჯავრდადებულების მდგომარეობის გართულების შემთხვევაში ისინი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ და იქ გაგრძელდეს მათი მკურნალობა.

“სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებაში არ გვაქვს”, — თქვა გაბუნიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი