ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანკარა მზადაა, ერევანთან ურთიერთობები დაალაგოს | ერდოღანი

30 აგვისტო, 2021 • 916
ანკარა მზადაა, ერევანთან ურთიერთობები დაალაგოს | ერდოღანი

ანკარა მზადაა, კეთილმეზობლური და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე, ერევანთან ურთიერთობები დაალაგოს. ამის შესახებ მონტენეგროში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა, რაჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხდა, რომელმაც ერდოღანს შეახსენა თურქეთისგან პოზიტიური სიგნალების მიღების შესახებ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის ახალი მთავრობის საქმიანობა რეგიონისთვის სასარგებლო იქნება.

“ჩვენ რეგიონს სჭირდება ახალი, კონსტრუქციული მიდგომები. აზრთა და მოლოდინთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის გულწრფელი ძალისხმევა პასუხისმგებლიანი მიდგომა იქნებოდა”.

მისივე განცხდებით, უახლესი ისტორია არ უნდა იყოს შუღლის წყარო და მდგრადი მშვიდობისა და თანაარსებობის მისაღწევად კონსტრუქციული ნაბიჯები აუცილებელია.

“თუკი ერევანი მზადაა ამ მიმართულებით იმოძრაოს, ანკარას შეუძლია დაიწყოს მუშაობა სომხეთთან ურთიერთობების თანდათანობით ნორმალიზებისთვის”.

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე ნეტგაზეთის საარქივო სტატიები: 

რატომ ვერ ალაგებენ ურთიერთობებს სომხეთი და თურქეთი

რატომ ჩავიდა ერდოღანი შუშაში და რას გულისხმობს ახალი ხელშეკრულება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი