28 და 29 აგვისტოს, სილქნეტი, მობილური ქსელის მომხმარებელებს, დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს.
კომბინაციით *202# მინიმალურ ფასად აბონენტი მთელი თვით ჩაირთავს:
[checklist]
- 15 GB მოცულობის ინტერნეტს – 10 ლარად
- 25 GB მოცულობის ინტერნეტს – 14 ლარად
[/checklist]
„სილქფესტის“ პაკეტების გააქტიურებას ფიზიკური და იურიდიული პირები შეუზღუდავად შეძლებენ, ცალ-ცალკე ან ერთად.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს უნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, თუ პაკეტის 30 დღიანი მოქმედების ვადა არაა გასული, 1მბ-ის ფასი 0.15 ლარია.
თვალი ადევნეთ სილქნეტის facebook და Instagram გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე „სილქფესტის“ აქციის შესახებ ინფორმაცია დაანონსდება.