ახალი ამბები

ბაიდენის თანახმად, აშშ ავღანეთს სრულად 31 აგვისტოსთვის დატოვებს

25 აგვისტო, 2021 • 940
ბაიდენის თანახმად, აშშ ავღანეთს სრულად 31 აგვისტოსთვის დატოვებს

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთს სრულად 31 აგვისტოსთვის, ანუ აქამდე დაწესებული ვადის შესაბამისად დატოვებს.

ინფორმაციას ამერიკული CNN ავრცელებს.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია დამოკიდებულია იმაზეც,  შეუშლის თუ არა ხელს თალიბანი აეროპორტისკენ მიმავალ პირებს.

“რაც სწრაფად დავასრულებთ [ოპერაციას], მით უკეთესი. თითოეული დღე შეიცავს გაზრდილ რისკებს ჩვენი ძალებისთვის”, — განაცხადა ბაიდენმა.

ქაბულის აეროპორტიდან ამ დრომდე ქვეყანა დატოვა დაახლოებით 70 000-მა ავღანელმა.

აეროპორტი არის ბოლო ადგილი ავღანეთში, რომელსაც დროებით აკონტროლებენ დასავლური სახელმწიფოები.

თალიბანი ავღანელებს ქაბულის აეროპორტამდე მისვლის საშუალებას აღარ მისცემს — BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი